ეროვნული გალერეის 100 წელი

„კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო, თბილისის ეროვნული გალერეის 100 წლის იუბილე ვირტუალური გამოფენებით აღინიშნება. რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიული შენობა დღეს ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საგამოფენო სივრცეა, სადაც ქართველი მხატვრების უნიკალური კოლექციებია დაცული. თითქმის ყოველკვირა გალერეა დამთვალიერებელს სხვადასხვა თაობის მხატვრების შემოქმედებას აცნობს.

ადგილზე წარმოდგენილი კოლექციების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ დიმიტრი შევარდნაძის მიერ არის მოძიებული. არანაკლებ საინტერესოა თვითონ შენობის ისტორიაც, რომელიც თავის დროზე სამხედრო მუზეუმად იყო ჩაფიქრებული.

თათია კუჭუხიძის რეპორტაჟში საქართველოს პირველი არხის უნიკალური საარქივო მასალებია გამოყენებული, რომელიც გალერეის საუკუნოვან ისტორიას აღწერს.