„ეროვნული გაერთიანების“ ყრილობა აქციის ფონზე ჩატარდა

12:06, 25.10.2026

საფრანგეთის ქალაქ ორლეანში, ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ყრილობის პირველი დღე საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. ყრილობაზე ჯორდან ბარდელა საფრანგეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს. ბარდელამ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, ხმების 98 %-ზე მეტი მიიღო.

ულტრამემარჯვენე ძალების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია საფრანგეთის მემარცხენე პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების ორგანიზებით გაიმართა. პარტიის კონგრესის მეორე დღეს კი ორლეანში საპროტესტო აქციები აიკრძალა.

მსგავსი