ეროვნული დროშის დარბაზის გახსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოეკაში ეროვნული დროშის დარბაზი გაიხსნა.

ეროვნული დროშის დარბაზი დაერქვა ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში  მდებარე საკონფერენციო სივრცეს, რომელიც მთლიანად განახლდა. მუდმივმოქმედ ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შუა საუკუნეების ევროპული საზღვაო რუკების ბეჭდური ვერსიები. ევროპელი კარტოგრაფები თავიანთ რუკებზე საქართველოს ტერიტორიის აღსანიშნავად ხუთჯვრიან დროშას იყენებდნენ. მასალა ეროვნულ ბიბლიოთეკას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ გადასცა. ასევე წარმოდგენილია იმ ხუთჯვრიანი დროშის ორიგინალი, რომელიც 2004 წელს დაამტკიცა პარლამენტმა.