ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

ახალციხეში, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, რიგით მეხუთე ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაიწყო. გახსნა გუშინ საღამოს, საკარნავალო ღონისძიებით შედგა. ფესტივალი 11 ოქტომბერს დასრულდება. სულ 28 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაში პოლონეთის, ბელორუსიის, ყაზახეთის თეატრალური დასები და საქართველოს რეგიონული და თბილისის თეატრები მონაწილეობენ. ფესტივალი თავისუფალი თეატრის სპექტაკლით, სახელწოდებით „ზღაპარი იგი მათრობს და მხიბლავს“ გაიხსნა.