ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალის დახურვა

მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიება მეექვსედ ჩატარდა და წელს 14-მა თეატრალურმა კოლექტივმა მიიღო მონაწილეობა. დასკვნით საღამოზე შესრულდა იოანე ხუციშვილის სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“. დრამატურგიის ფესტივალის დახურვას კულტურის მინისტრიც დაესწრო. თეა წულუკიანის განცხადებით, მომავალი წლიდან სამინისტრო მესხეთის თეატრის შენობის რეაბილიტაციას დაიწყებს.

დატოვე კომენტარი