ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ შეძენილი იშვიათი გამოცემები, საარქივო მასალები, წერილები და ფოტოები ერთი დღით საგამოფენო დარბაზში გამოფინეს.
2025 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რარიტეტული გამოცემები შეიძინა და მათი დიდი ნაწილი იშვიათ გამოცემათა ფონდშია დაცული. რამდენიმე უნიკალური გამოცემა, რომელიც შეზღუდული ტირაჟით დაიბეჭდა კერძო კოლექციონერებისგან იქნა შესყიდული და ისინი ამ დრომდე, საქართველოს არც ერთ წიგნსაცავში არ იყო წარმოდგენილი. კოლექციაში ასევე არის რევოლუციამდელი ღია ბარათების კოლექცია, აფიშები, ეთნოგრაფიული ჩანახატები.