ეროვნული ბიბლიოთეკაში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა გაიმართა

ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვა გაიმართა. ღონისძიების ინიციატორი მწერალი დათო ტურაშვილია.

„ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ჰქონდა, პოემიდან მისთვის საყვარელი სტროფი წაეკითხა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მწერლები და სკოლის მოსწავლეები. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალციხის რაიონის სოფელი საძელიდან სკოლის მოსწავლეები ჩამოვიდნენ.