ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩი“ დადებით შეფასებას აძლევს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების შევსებას, ლარიზაციის პოლიტიკას და საფინანსო სექტორში ამოქმედებულ ახალ რეგულაციებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, რეიტინგში გაუმჯობესება მნიშვნელოვანი სიგნალია როგორც ინვესტორებისთვის, ასევე ინდიკატორია, რომ ქვეყნის ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება.

დატოვე კომენტარი