ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები - შეფასებები

კანდიდატების შერჩევა უკვე ახალი კანონმდებლობით მოხდება, თუმცა პრეზიდენტის ორიკანდიდატი უკვე წარდგენილი ჰყავს. ეს საკითხი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი თემა იყო. მმართველ გუნდის ოპონენტი ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი, ეროვნული ბანკის კონტროლია. უმრავლესობა კი განმარტავს, რომ ხელისუფლების ინტერესშია, ეროვნულმა ბანკმა გამართულად იფუნქციონიროს. ისინი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ კანდიდატების წარდგენამდე პრეზიდენტს პარლამენტთან კონსულტაცია უნდა გაევლო. ბიუროს პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატები გუშინ წარედგინა. სალომე ზურაბიშვილმა ვაკანტურ პოზიციებზე დაასახელა გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.