ეროვნული ბანკის რეზერვები

18:26, 07.08.2026

საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 7 მილიარდ 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მხოლოდ ივლისში რეზერვების მოცულობა 404 მილიონი დოლარით გაიზარდა. მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი, 118.7 %-ს შეადგენს. 2024 წელს სებ-მა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა. ამ დროისთვის, ოქროს წილი, მთლიან საერთაშორისო რეზერვებში, 13.5 %-ია.

მსგავსი