ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი აშშ-ში
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს. დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკური გუნდის მაღალი თანამდებობის პირები. ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. ის ასევე შეხვდება ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს.