საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლამფა-ლუსის ლექციების კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს.
წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. მეათე საიუბილეო კონფერენციის თემაა „გეო-ეკონომიკის ეპოქა: ცენტრალური ბანკის ევოლუცია“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიები, რომელზეც მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს. კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელ უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.