ეროვნული ბანკი საქართველოში Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, დეზინფორმაციას უწოდებს. მათი ინფორმაციით, ბანკის ერთ-ერთი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს საგადასახადო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას. რისთვისაც ის თავად ავითარებს საგადასახადო ინფრასტრუქტურას, ამზადებს წინადადებებს საკანონმდებლო ცვლილებებისთვის, ასევე თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან, მათ შორისაა საერთაშორისო საბარათე სისტემები Visa და Mastercard.
ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მისცა მსოფლიოს, წამყვანი ტრადიციული საგადასახადო სისტემები გაეუმჯობესებინათ, შეიქმნა ახალი თაობის სისტემა – მყისიერი გადახდებისთვის, რომელიც უკვე 120-ზე მეტ ქვეყანაში დაინერგა. ეროვნული ბანკის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არასაბარათე და ტრადიციული საბარათე საგადასახადო სქემები საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, მუშაობს და კვლავაც იმუშავებს ერთმანეთის პარალელურად.