ეროვნული ბანკი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი თავის მოვალეობებს შეუფერხებლად ასრულებს. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ეროვნული ბანკის 16 თანამშრომელი დაინფიცირდა. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს. ბანკის ოფისები კი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.