ეროვნული ბანკის გაფრთხილება
ეროვნული ბანკის გაფრთხილება მოქალაქეებს – საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთარი თანხების დაბანდებამდე განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და წინასწარ შეაფასონ მათი დაკარგვის რისკები. ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში, მათ შორის „ფეისბუქ-გვერდებსა“ და ჯგუფებში გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს კრიპტო აქტივებით ვაჭრობაში ინვესტირებასა და ამ გზით თანხის გამომუშავებას სთავაზობენ. ასევე, მათ სთხოვენ, სქემაში სხვა ადამიანებიც ჩართონ და ამ გზით დამატებითი შემოსავალი მიიღონ.