ეროვნული ბანკის გაფრთხილება – ახალი თაღლითური სქემა
ახალი თაღლითური სქემები, მოქალაქეთა საბანკო მონაცემებზე წვდომის მოსაპოვებლად.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც ირკვევა ვირტუალური მძარცველები ამჯერად სწორედ ცენტრალური ბანკის სახელით მოქმედებენ. პოტენციურ მსხვერპლს უკავშირდებიან, ფიქტიური სესხის დამტკიცების შესახებ ატყობინებენ და პირად საბანკო მონაცემებზე წვდომას თხოვენ. ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, გადამოწმების გარეშე არავის გაუზიარონ პერსონალური საბანკო მონაცემები. სპეციალისტების ნაწილი კიბერთაღლითობის სხვა სქემების გააქტიურებაზეც მიუთითებს.
რეკომენდაციები და ვირტუალური ძარცვის თავიდან აცილების მექანიზმები – ნახეთ მარიამ აფციაურის რეპორტაჟში.