ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ლარი გამყარებას განაგრძობს.

ბოლო დღეებში ეროვნული ვალუტა თითქმის 10 პუნქტით გამყარდა. ოფიციალური კურსით, დოლარის ფასი 2 ლარსა და 88 თეთრს შეადგენს. ამ ფონზე დღეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კიდევ ერთხელ, ამჯერად ნახევარი პროცენტით გაიზარდა. ამ გზით ეროვნული ბანკი მაღალი ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლამდე დაბრუნებას და ფასებზე ლარის კურსის გავლენის შემცირებას ცდილობს. თუმცა, ცენტრალური ბანკის დღევანდელი ნაბიჯის შედეგად ასი ათასზე მეტ მოქალაქეს სესხზე პროცენტი გაეზარდა.