ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება 

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს ისევ 8,25 %-ზე ინარჩუნებს. ერთი თვის წინ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებას ცენტრალური ბანკი საგარეო შოკებით გამოწვეულ ინფლაციურ წნეხს უკავშირებს. მაისში წლიურმა ინფლაციამ  5,7% შეადგინა, რაც მიზნობრივ 3 %-იან მაჩვენებელს 2,7 %-ით აღემატება. ზრდის ტენდენციას   გლობალური გაურკვევლობით და ენერგორესურსებზე ფასების ზრდით იხსნება, თუმცა პროგნოზები ოპტიმისტურია. ამერიკის შეერთებული შტატებსა და ირანს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ ცენტრალური ბანკის მოლოდინით გარე შოკების უარყოფითი ეფექტი შესუსტდება, ინფლაცია კი საშუალო ვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუბრუნდება.