ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

წლის დასაწყისიდან ეროვნული ვალუტა უკვე 30 თეთრით გაუფასურდა, ყევლაზე დიდი რყევები კი ივნისის ბოლოდან დაიწყო და მხოლოდ ბოლო ორ თვეში, გაუფასურების მაჩვენებელმა 20 თეთრს მიაღწია. კურსის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა დღეს კიდევ ერთი ბერკეტი გამოიყენა და რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით გაზარდა. ეს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პირველი შემთხვევაა 2017 წლის შემდეგ.

ეკონომისტთა ნაწილი გადაწყვეტილებას დაგვიანებულად მიიჩნევს და დღევანდელი ნაბიჯის ეფექტს რამდენიმე თვეში პროგნოზირებს.