ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

მომხმარებლისთვის, შესაძლო ფინანსური თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი საგადასახადო მომსახურებასთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნებს ამკაცრებს. ცვლილებების მიხედვით, ბარათით გადახდისას თაღლითობის თავიდან ასაცილებლად, საფინანსო ორგანიზაციებმა 60 წელს გადაცილებული მომხმარებლებისთვის, დაცვის სპეციალური ზომები უნდა დანერგონ.  კერძოდ, ბანკებმა  დროებით უნდა შეაჩერონ ან უარი თქვან  მომხმარებლის მიერ რისკიანი ელექტრონული გადახდის შესრულებაზე. რისკიან ოპერაციად ჩაითვლება შემდეგი ქმედებები – თუ გადახდის ოპერაციის თანხა აღემატება 500 ლარს და  იგი დაკავშირებულია თაღლითობის მაღალი რისკის საქმიანობებთან, მათ შორის, ონლაინ ვაჭრობა, საინვესტიციო, სათამაშო ბიზნესის ან ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ საქმიანობებთან.