ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი – 500 000-დან 750 000 ლარამდე გაიზარდა. ასეთია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 750 ათას ლარამდე სესხს სხვა ვალუტაში ვეღარ აიღებენ. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1-ლი აგვისტოდან შევა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დოლარიზაციის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები, ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, შესაბამისად სებ-ი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას განაგრძობს.