ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად 8 %-ზე ტოვებს.

შესაბამისი გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო და მიზეზად განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა დაასახელა. სებ-ი ინფლაციაზე მოქმედ ფაქტორებს შორის შიდა და გარე ტურბულენტობას ასევე ასახელებს და პროგნოზირებს, რომ საშუალო ვადიან პერიოდში ინფლაცია 3 %-იან ნიშნულთან ახლოს იქნება. ქვეყნის ცენტრალურ ბანკში პირობას დებენ რომ ფასების შესანარჩუნებლად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, რომელიც ბოლო პერიოდში გაუფასურებით ხასიათდება, ამ ეტაპზე არსებული მაკრო ეკონომიკურ პარამეტრების გათვალისწინებით, ეკონომისტები ლარის მკვეთრ გაუფასურების საფუძველს ვერ ხედავენ.