ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 400 000-დან 500 000 ლარამდე გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს, 500 000 ლარის ექვივალენტი სესხის უცხოურ ვალუტაში აღება ეზღუდება. ცვლილება ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად მიიღო.