ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება

მოქალაქეთა ნაწილს სესხები კიდევ გაუიაფდება. საუბარია იმ ადამიანებზე, რომელთა საბანკო კრედიტები რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო შეარბილა და რეფინანსირების განაკვეთი კიდევ 0.25 %-ით დაწია. გადაწყვეტილებას სებ-ი ინფლაციის მაჩვენებლის შედარებით გაუმჯობესებით ხსნის. თუმცა პროგნოზი კიდევ უფრო გაუარესდა ეკონომიკური ზრდის კუთხით. ოთხის ნაცვლად ეროვნული ბანკი წლის ბოლოსთვის ეკონომიკის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს. ცენტრალურ ბანკთან შედარებით უფრო ნეგატიური მოლოდინები აქვთ ექსპერტებს.