ეროვნული ბანკის ანგარიში
ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ინფლაცია, სავალუტო რეზერვები და ცენტრალი ბანკის გადაწყვეტილებები – ნათია თურნავამ კანონმდებლებს ეროვნული ბანკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ერთ-ერთი მთავარი საკითხი ინფლაციის ზრდა იყო, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა უარყოფითი ტენდენცია გლობალურ ფაქტორებს დაუკავშირა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მიზეზიც განმარტა. ფასების ზრდით და სესხებზე არსებული მაღალი საპროცენტო განაკვეთებით დაინტერესდნენ კანონმდებლები. ოპოზიციის კითხვები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების საკითხსაც ეხებოდა. ნათია თურნავამ საპასუხოდ განაცხადა, რომ საქართველოს საბანკო სექტორი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სანქციებთან. მთავარ პრიორიტეტად ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ისევ დოლარზე დამოკიდებულების შემცირება დაასახელა.