ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების ზედა ზღვარმა 750 000 ლარამდე აიწია. სიახლე მხოლოდ იმ ადამიანებზე გავრცელდება, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ. წლის დასაწყისიდან დაკრედიტების ზღვრის მეორედ გაზრდით დოლარიზაციის შემცირებას ცდილობენ, რაც, სების აზრით, ბოლო პერიოდში შენელებული იყო. სწორედ დედოლარიზაციას ასახელებს ცენტრალური ბანკი ერთ-ერთ მთავარ მიზნად.
გადაწყვეტილების მიმართ კითხვები აქვთ კომერციულ ბანკებში, სადაც დაკრედიტების ზედა ზღვარს საკმაოდ მაღალ ზღვრად მიიჩნევენ.