ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ, დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2017 წლის წლიური ანგარიში გააცნო. ბანკის პრეზიდენტი მოხსენებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე გამოვიდა და მისი უწყების საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრა.

ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, ინფლაციური მაჩვენებელი და ლარიზაცია, ეს იყო საკითხები, რაზეც გვენეტაძემ ყველაზე დიდი ყურადღება გაამახვილა.

კობა გვენეტაძემ მოხსენების დასრულების შემდეგ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. დეპუტატების მხრიდან შეკითხვები, ძირითადად, სესხებზე ახალი რეგულაციების შემოღებას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.