ეროვნული ბანკი ციფრული ლარის შექმნაზე მუშაობს

მიმოქცევაში გაშვებიდან 26 წლის შემდეგ საქართველოს ეროვნული ვალუტის ციფრული ვერსიის შექმნის პროცესი იწყება.

მოქალაქეებს ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ან ოპერაციის შესრულება ვირტუალური ლარით, იგივე კრიპტოვალუტით შეეძლებათ. თუმცა, მაგალითად ბიტკოინისგან გასხვავებით, ციფრული ლარი ეროვნული ბანკის მხრიდან რეგულირებული იქნება. მისი ფლობისთვის კი ბანკში ანგარიშის გახსნა აუცილებელი არ არის. ვირტუალური ლარისთვის სპეციალური ელექტრონული პლატფორმა იარსებებს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკის გაციფრულება და გადახდის მექანიზმების გაუმჯობესებაა.

მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რა უპირატესობები ექნება ვირტუალურ ლარს.