ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეთორმეტე ტურის მატჩები 20 მაისს დასრულდება

დღეს, ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეთორმეტე ტურის მატჩები დასრულდება.

„სამტრედია“ თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდა.

თბილისელები ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ, საბოლოო ანგარიში კი ბოლო წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა აკაკი ნინუამ დააფიქსირა და „დინამომ“ 2:1 გაიმარჯვა.

დღეს ტურის ცენტრალურ შეხვედრას გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს, სადაც „დილა“-„საბურთალოს“ დაუპირისპირდება.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი 21:00 საათიდან შემოგთავაზებთ.