ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა - ქუთაისის „ტორპედომ“ „რუსთავი“ დაამარცხა

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „რუსთავმა“ ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო. მე-5 წუთზე გიორგი კუხიანიძემ, რუსთაველთა მეკარის შეცდომის შემდეგ, ანგარიში გახსნა.

დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. მაგრამ მეტოქეებმა ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს და ქუთაისელებმა მიმდინარე სეზონში პირველად გაიმარჯვეს 0:1.

ტრადიციულად, პირველი არხი ტურის მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს. ამჯერად, გულშემატკივარი „სამტრედია“ – „სიონის“ შეხვედრას იხილავს, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ, 16:00 საათზე დაიწყება.