ეროვნულ მუზეუმში სემინარი გაიმართა

„21-ე საუკუნის მუზეუმების დაპროექტება და მართვა“,- ამ სახელწოდების სემინარი გაიმართა ეროვნულ მუზეუმში. სემინარი იტალიის საელჩოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული მუზეუმთა თანმშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

სემინარის მიზანია წარსულიდან მიღებული მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში იტალიური ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

პირველი სემინარი გასული წლის სექტემბერში ჩატარდა, მესამე სემინარი კი 8 თებერვალს გაიმართება და „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციას მიეძღვნება.