საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ცნობილი ქართველი მხატვრის, თემო ჯაფარიძის ხუთი ფერწერული ნამუშევარი საჩუქრად გადაეცა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ისინი მუზეუმს მხატვრის შვილმა, ლელა ჯაფარიძემ გადასცა. გადაცემული ნახატები იმ 14 ფერწერულ ნამუშევარს შორისაა, რომელიც თემო ჯაფარიძის მიერ 1991 წელს, საფრანგეთში გამოფენაზე წარდგენის შემდეგ, ბოლო 34 წლის განმავლობაში ქალაქ ნანტში, ლიტერატორისა და მთარგმნელის, პროფესორ გასტონ ბუაჩიძის ოჯახში ინახებოდა. ფერწერული ნამუშევრები წელს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგარეო სამინისტროს ჩართულობით, ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდა.