ეროვნულ ბიბლიოთეკაში საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

კონსტიტუციური კანონის პროექტში შესატანი ცვლილებების განხილვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში ხმაურით წარიმართა.

საზოგადოების რამდენიმე წარმომადგენელი სიტყვით გამოსვლას და საკუთარი აზრის დაფიქსირებას ითხოვდა. პარლამენტის თავმჯდომარის დაპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა. არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს დაპირდა, რომ სიტყვით გამოსვლის საშუალება ყველას ექნებოდა.

საარჩევნო სისტემაში შესატან ცვლილებებზე საუბარი ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში გრძელდება.