ეროვნულ ბანკს ნათია თურნავა უხელმძღვანელებს - შეფასებები

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს. ახლა უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტის, თურნავას კანდიდატურას ცენტრალური ბანკის საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა – თავი შეიკავა. ახალ თანამდებობას „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა. ეროვნული ბანკის ახლადარჩეული პირველი ვიცე-პრეზიდენტის და შესაბამისად, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აფასებენ.