ეროსი მანჯგალაძე – 100
თეატრის სცენაზე და კინოში შესრულებული ათეულობით როლი და დაუვიწყარი პერსონაჟები – ცნობილ მსახიობსა და სპორტულ კომენტატორს, ეროსი მანჯგალაძეს 100 წელი შეუსრულდებოდა.
გამორჩეული ხმის ტემბრი, სამსახიობო მონაცემები და მრავალწლიანი წარმატებული შემოქმედებითი გზა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში თავისუფალ მსმენელად მიღებით დაიწყო. პირველი არხის ოქროს ფონდი მსახიობის უნიკალურ არქივს, მათ შორის სატელევიზიო სპექტაკლების არაერთ ჩანაწერს ინახავს, ისევე როგორც ნაწყვეტებს მიერ წაყვანილი საფეხბურთო მატჩებიდან. არანაკლებ წარმატებული აღმოჩნდა ეროსი მანჯგალაძის, როგორც სპორტული კომენტატორის, საქმიანობა.