რუსთაველის თეატრის სცენაზე ცნობილი ქართველი მსახიობის და სპორტული კომენტატორის შემოქმედება კიდევ ერთხელ გაცოცხლდა.
ეროსი მანჯგალაძის 100 წლის იუბილეს შემოქმედებითი საღამო მიეძღვნა. წარმოდგენილი იყო სპექტაკლი, რომელშიც მანჯგალაძის სასცენო პარტნიორებიც მონაწილეობდნენ. მათ ლეგენდარული ქართველი მსახიობის მიერ შექმნილი დაუვიწყარი სახეები და გამორჩეული სამსახიობო მონაცემები კიდევ ერთხელ გაიხსენეს, აჩვენეს ეროსი მანჯგალაძის მონაწილეობით სხვადასხვა სატელევიზიო სპექტაკლის და ფილმის ფრაგმენტებიც.