„ერისიონის“ ახალი შენობა გაიხსნა 

18:45, 29.04.2026

„ერისიონის“ ახალი შენობა გაიხსნა. ნაგებობის სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, არსებობის ისტორიაში პირველად აქვს საკუთარი შენობა. 4080 კვ.მ. თანამედროვე სტანდარტების ნაგებობა მოიცავს ორ სარეპეტიციო დარბაზს, აქედან ერთ-ერთი საკონცერტო დანიშნულებისაც არის და გათვლილია 100-მდე მაყურებელზე.  შენობაში მოწყობილია ერისიონის სკოლა-სტუდიის 900-მდე ბავშვისთვის სარეპეტიციო 3 დარბაზი, მსახიობების საგრიმიოროები, ხმის ჩამწერი სტუდია, ანსამბლის ადმინისტრაციის საოფისე სივრცეები, სასცენო სამოსის შესანახი სივრცეები, შშმ პირებისთვის მოწყობილია პანდუსები და ლიფტი. შენობა ხეთაგუროვის №26-ში მდებარეობს.

მსგავსი