წარმატებული ევროპული ტურნეს შემდეგ, ანსამბლი „ერისიონი“ ქართველ მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. „ქართული საგანძური“ – ასე ჰქვია ანსამბლის ახალ პროგრამას, რომლითაც „ერისიონი“ კონცერტს „ბლექ სი არენაზე“ 24 აგვისტოს გამართავს. ღონისძიება „სტარინგ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება და სცენის მასშტაბის გათვალისწინებით, ორგანიზატორები გრანდიოზულ საღამოს აანონსებენ. კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა „ბლექ სი არენას“ სალაროებში დღეიდან დაიწყო.