ერისიმედი დახმარების მოლოდინში
მიუხედავად იმისა, რომ ერისიმედი გაზიფიცირების გარეშე დარჩენილი ერთადერთი სოფელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ეს არ არის ის მთავარი პრობლემა, რის გამოც ადგილობრივები საცხოვრებელს ტოვებენ. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სიახლოვეს ეკომიგრანტები მაღალმთიანი აჭარიდან გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩაასახლეს, თუმცა სტიქიისგან დაზარალებულებისთვის არც ეს ადგილი აღმოჩნდა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფილი. ბოლო წლებია ერისიმედელებს სახლების სარდაფები გრუნტის წყლით ეტბორებათ. მართალია, გარკვეული სამუშაოები ჩატარდა , თუმცა პრობლემა ვერ გადაიჭრა და სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვა ძირითადად სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს უწევთ. ადგილობრივი ხელისუფლება გამოსავალს მდინარეების ნაპირსამაგრი და სადრენაჟე სისტემების მოწყობაში ხედავს, თუმცა როდის იქნება ამ სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი, ჯერ უცნობია.
ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის რეპორტაჟი #მოამბერეგიონები