ერგნეთში შეხვედრა განახლდა

სამ-თვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, შეხვედრა განახლდა. განიხილება თუ არა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, არ არის ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ეს სია გახდა 14 სექტემბრის შეხვედრის ჩაშლისა და დროებით გაუქმების მიზეზი.