ერგნეთში მორიგი შეხვედრა იმართება

ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა ერგნეთში. დისკუსია უკვე სამ საათზე მეტია მიმდინარებს. წინასწარ ცნობილია, რომ ისაუბრებენ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებსა და საოკუპაციო ხაზთან შექმნილ რთულ ვითარებაზე. აქცენტი გაკეთდება გენადი ბესტაევის საქმესა და მის ჯანმრთელობაზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ახალგორის გამშვები პუნქტის გახსნას. უკვე ორ წელზე მეტია, ამ მიმართულებით გადადგილება შეზღუდულია.