ერგნეთის შეხვედრა
დეფაქტო რეჟიმი გამშვები პუნქტების გახსნის დღეებს ახანგრძლივებს. ახალგორის მიმართულებით, ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება, თვეში 16 დღე შეეძლება, ქარძმანი-პერევის გამშვები პუნქტი კი, თვეში 12 დღე იქნება გახსნილი. შეხვედრაზე, მთავარი საკითხი უკანონო ბორდერიზაცია და საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები იყო. წინა შეხვედრიდან დღემდე, უკანონო ბორდერიზაციის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. დეფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს 12 მოქალაქე რჩება. შეხვედრაზე ასევე, მხარეებმა სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის საქმეზეც იმსჯელეს. მომდევნო შეხვედრაზე მხარეები ერგნეთში 22 ოქტომბერს შეიკრიბებიან.