ერგნეთის შეხვედრა

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები იყო დღეს განხილვის მთავარი თემა ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე. წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ერთი მოქალაქის დაკავების და უკანონო ბორდერიზაციის შვიდი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის დე-ფაქტო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში საქართველოა 11 მოქალაქე რჩება. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათი უპირობო გათავისუფლება მოითხოვეს. შეხვედრაზე საუბარი იყო თამარ მეარაყიშვილის საქმეზე.
უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მხარეებმა განიხილეს ჰუმანიტარული საკითხებიც.