ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრა დასრულდა.
მთავარი განსახილველი საკითხი, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და ე. წ. უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები იყო. საოკუპაციო ხაზთან უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის ტყვეობაში, საქართველოს 10 მოქალაქე რჩება. მხარეებმა გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს. უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, განიხილეს ჰუმანიტარული საკითხებიც. შეხვედრის დაწყებამდე, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა საირიგაციო სისტემების მოწესრიგებაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხს ჩორჩანას საგუშაგო წარმოადგენდა.