ერევანში ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა აქციები განახლდა

სომხეთის დედაქალაქში, დღეს დილიდან ნიკოლ ფაშინიანის მხარდამჭერთა აქციები განახლდა. რამდენიმე საათში გადაწყდება, იქნება თუ არა ოპოზიციის ლიდერი სომხეთის ახალი პრემიერმინისტრი. პარლამენტში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

პარალელურად კი, ერევნის ქუჩებში მსვლელობები იმართება.  ლიკა ალელიშვილი სომხეთის დედაქალაქიდან.