ერეკლეობა – სახალხო დღესასწაული თელავში
305 წელი პატარა კახის დაბადებიდან. თელავში სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ არაერთი შემეცნებით-გასართობი და კულტურული ღონისძიებით აღნიშნეს. ღონისძიებების ეპიცენტრი ქალაქის მთავარი მოედანი იყო, სადაც კონცერტის პარალელურად, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. მეფე ერეკლე მეორის იუბილე ადგილობრივებთან ერთად აღნიშნეს საქართველოს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ყურადღება პატარა კახის ისტორიულ ღვაწლზე გაამახვილეს. სადღესასწაულო ღონისძიებები თელავში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა.