ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი

დღეს ქართველი მეფისა და მხედართმთავრის, ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღი აღინიშნება. თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გამოფენა გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილია მეფე ერეკლე მეორისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები, მათი პორტრეტები, მხატვრების მიერ შექმნილი ნახატები, რომლებიც ერეკლე მეფის მიერ წარმოებული ბრძოლების ეპიზოდებს ასახავს. გამოფენა წლის ბოლომდე გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი