ერეკლე კუხიანიძის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი

საკრებულოს სხდომაზე დღეს ფრაქციიდან და ასევე გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ერეკლე კუხიანიძის გადაყენების შესახებ იმსჯელებენ. კუხიანიძის მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაკეთებული განცხადებები უმრავლესობისთვის მიუღებელია.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს წევრმა სოციალურ ქსელში დაკავებული ექიმი პროვოკაციაში დაადანაშაულა. ერეკლე კუხიანიძე არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა დღევანდელ სხდომას, თუმცა აცხადებს, რომ საკრებულოს დეპუტატის მანდატის დატოვებას არ აპირებს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კუხიანიძისთვის თანამდებობის დატოვება არ არის საკმარისი და მან დეპუტატის მანდატზეც უნდა თქვას უარი.