ერეკლე კოდუას საქმე

18:28, 11.07.2018

სასამართლოში ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს დღეს ერეკლე კოდუას საქმეზე.

პროკურატურა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედში“ უკანონოდ შეჭრასა და დარბევას ედავება. კოდუა ძებნაშია, შესაბამისად დღევანდელ პროცესს ის არ ესწრებოდა.

მედიასთან კოდუას ადვოკატს დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. შემდეგი სასამართლო პროცესი საქმეზე 29 აგვისტოს, 15 საათზე დაინიშნა.

მსგავსი