ერდოღანისა და პუტინის სატელეფონო საუბარი

თურქეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს მოუწოდა, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას. სატელეფონო საუბრისას  რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში თავის წვლილი შეიტანოს. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის პოზიციას, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს უთხრა, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია უკრაინაში შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინული ძალები შეწყვეტენ საბრძოლო მოქმედებებს და დათანხმდებიან დემილიტარიზაციის შესახებ მოსკოვის მოთხოვნების შესრულებას.

დატოვე კომენტარი